ანოტაცია: ინჟინერი, მხატვარი, სცენარისტი, დეტექტივების ავტორი. ნამდვილი სახელი და გვარი - ლეილა ხომერიკი. 2001 წლიდან წერს დეტექტიურ რომანებს მაია ბურჭულაძის ფსევდონიმით. გამოცემული აქვს 28 წიგნი. "სიყვარული და არჩევნები" - დეტექტიური რომანის სიუჟეტი, ინტრიგებისა და ყავის სუნით გაჟღენთილ ზღვისპირა ქალაქში, წინასაარჩევნო ციებ-ცხელების ფონზე ვითარდება. ინტერვიუს ასაღებად თბილისიდან ბათუმში ჩასული ჟურნალისტი, სრულიად შემთხვევით, არასასურველი მოწმე აღმოჩნდება...