ანოტაცია: "ოთხტაეპედი, სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული" 1463 წელს შატელეში, ჩამოხრჩობის მოლოდინში დაიწერა. ფრანსუა ვიიონი მწარე იუმორიით შეეცადა განედევნა სიკვდილის შიში. მკითხველის გაცინებაც უნდოდა და მიღწია კიდეც მიზანს. ლექსი პირველად დავით წერედიანმა თარგმნა, შემდეგ სახელოვანმა პოეტებმა - ოთარ ჭილაძემ, მურმან ლებანიძემ და ვახტანგ ჯავახაძემ. წიგნში შესულია თანამედროვე ავტორთა თარგმანებიც, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფრანსუა ვიიონის ოთხტაპედს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.