ანოტაცია: ”აყვავებულა არაგვზე დეკა”; ”შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები”; ”ნურცა რას მკითხავ და ნურცა რას მიამბობ...”; ”ღმერთო შენ დალოცე, შუაფხო, ჩარგალი”... _ ალბათ, ყველა დამტკბარხართ მთის ამ მელოდიური და ძარღვიანი სიმღერებით, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ ლექსების ავტორი ფშავი პოეტი ელგუჯა უძილაურია. მის კიდევ სხვა უამრავ ლექსს მოისმენთ სიმღერებად სხადასხვა ფოლკლორული ანსამბლის შესრულებით. ”გამომცემლობა პალიტრა ლ” კი ბატონი ელგუჯას ლექსებს ამ მშვენიერ კრებულში ერთად თავმოყრილებს გთავაზობთ.