ანოტაცია: სამნაწილიანი წიგნი, სადაც ნიშნებსა და სიმბოლოებთან ერთად, რიცხვების პოეტიკა, ერთ მთლიან სიმფონიად ცხადდება.
კიდევ ერთი ახალი წიგნი დეფისგან. უახლესი პოეზია ჰარმონიისა და სიმშვიდის, სიმაღლისა და სიღრმის ერთობლიობა, სადაც ვიზიონერული ხილვები ადამიანურ განცდებს ენაცვლება და პიროვნებისა და მთლიანი სამყაროს გენეტიკური კავშირი, ერთიანი სახით გვევლინება.
მკითხველი, პირველივე წაკითხვისას ავტორთან ერთად, ჯადოსნურ მისტერიაში ეფლობა და მასთან ერთად რჩება.