ანოტაცია: პიესას საფუძვლად უდევს ლეგენდა მექალთანე ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც თავის მხრივ, სავარაუდოა, რომ რეალურ ამბავს ემყარება. პიესაში მოლიერმა კიდევ უფრო გააღრმავა მთავარი გმირის ხასიათი, წარმოსახა იგი, როგორც მამაცი, მაგრამ სიამაყით მთვრალი სასტიკი ცინიკოსი, რომლისთვისაც ყველაფერი თამაშია. დონ ჟუანი ითვლება მოლიერის ერთ-ერთ შედევრად, სადაც წარმოჩინდება სამი მარადიული თემა: სურვილი, სიკვდილი და ღმერთი.