ანოტაცია: ამ პიესაში უმთავრესი თავისუფლების ხარისხია. სასიამოვნო, უსაზღვრო, შვების მომგვრელი, უცნაური გათავისუფლების შეგრძნება… იგი არც ქაოსია, არც ანარქია, პირიქით, ასეთი ზუსტი ფორმა და მყარი კონსტრუქცია ჯერ არასოდეს შემიქმნია. ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი გონი სავსეა ხატებით, სიმბოლოებით, რაც კომუნიკაციის საშუალებას ქმნის. მე ისინი მხატვრულ სახეებად გამოვიტანე, რადგან უფრო ზუსტად გამოხატავენ სათქმელს, ვიდრე ტექსტი...