ანოტაცია: „ალექსანდრე ნარსია განწყობათა მოულოდნელი ცვლის პოეტია – სიტყვამახვილი და ამავე დროს მსუბუქი ტექსტები ადვილად აღწევს მკითხველის გულამდე უამრავი შეგრძნების გასაღვიძებლად. ალექსანდრესთან ყველაზე ხშირად შეხვდებით საქართველოს, მშობლიური კუთხის, ჩხოროწყუს მონატრებასთან დაკავშირებულ მინიმებს. ემიგრაციაშია დაწერილი ეს წიგნიც, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებს, ტყესთან ჩაგატარებს, მდინარესთან შეგასვენებს, ყვავილებს დაგაკრეფინებს, პირველ სიყვარულს მოგაგონებს და სასიამოვნოდ აგაფორიაქებს.“ – გიორგი ბალახაშვილი