ანოტაცია: წიგნში ლექსებთან ერთად შესულია ფიქრები პოეზიაზე, ლექსები პროზად, მინიატურები. გოჩა სხილაძის ლექსი არ ქადაგებს რამეს, ის აღწერს ადამიანის განწყობას, ეს არის პოეზიის შინაარსი, არა ის რომ რაღაცისკენ მოუწოდოს, რაღაც მის გარეშე იყოს. დარწმუნებული ვარ, ხელოვნება არის ხელოვნებისათვის! ხელოვნება ისეთი რამეა... რას შევადაროთ? ოქროს კალმით რომ დაიწყო რაღაცის თხრა ან ოქროს გუთნით. ოქრო თავისთავად ძვირფასია, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს. - ზურაბ კიკნაძე