ანოტაცია: საქართველოში ბევრი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე უყვართ, მაგრამ მათგან განსაკუთრებით ხუთს გამოარჩევენ. მათ ხშირად მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ – სიყვარულის, პატივისცემის, მადლიერების ნიშნად. ისეთივე თაყვანისცემითა და მოწიწებით მიმართავენ და თან ისე შინაურულად, როგორც ღმერთს უხმობს ქართველი კაცი. შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა... და გალაკტიონი. ხუთეული ბევრ იდეას დაედო ბალავრად და ეს პროექტიც ერთ-ერთი ასეთია. სერია ხუთ ტომს აერთიანებს, თითოეული მწერლის რჩეული ნაღვაწი თითო ტომშია ჩატეული.