ანოტაცია: 70 წელი არის ადამიანის ასაკი, როცა შესაძლებელია კიდევ ერთხელ გადახედო საკუთარ ნაკვალევს. პოეზია რომანტიზმის სინონიმია და ლაკონურად ამბობს თავის სათქმელს. ლექსი გვიხმობს არაცნობიერში და გვამოგზაურებს უსასრულობაში... ყოველთვის ვეტრფოდი ამ მაგიურ სივრცეს, თუმცა პოეტად არასოდეს მიგვრძნია თავი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გავაცნობიერე შთაგონების ადამიანური არსი.