ანოტაცია: „დიონისეს დითირამბები“ კლასიკური მოდერნისტული პოეზიის ცენტრალური ტექსტია, რომლის პოეტიკამ – ავტორის ფილოსოფიასთან ერთადაც და მისგან დამოუკიდებლადაც – უდიდესი გავლენა იქონია XX საუკუნის ევროპულ პოეზიაზე. იგი აღმოჩნდა თვით ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედების პოეტური შეჯამებაც. დიონისური სულისკვეთებით აღსავსე ამ ლექსების თითოეული სტრიქონი და სიტყვა შექმნილი, დაწერილი და დამზადებულია აპოლონური სიზუსტით და სიბეჯითით. ტექსტი არის ქართულ და გერმანულ ენებზე.