ანოტაცია: „კითხულობ ერთ ლექსს, მეორეს, მესამეს… სიმღერებს, რომელთა სათაურებიც მრავლისმთქმელია: „მკვდარი სიყვარულის სიმღერა“, „გამონაცვლის სიმღერა“, „თოვლის სიმღერა“, „უკვდავება“… და ნელ-ნელა შედიხარ პოეტის უცნაურ სამყაროში, სულ უფრო და უფრო იმსჭვალები მისი თავისებური ხედვით – უჩვეულოდ თამამი გულახდილობით, ადამიანის სულის ღრმად ჩამალულ კუნჭულებში ჩაწვდომის უნარით, შეუბრალებლობით საკუთარი თავის მიმართ, მოულოდნელი ასოციაციებით.
სიტყვა – ყავარჯენი, ანუ საყრდენი…'' - ლანა ღოღობერიძე