ანოტაცია: ,,ძაღლები ყეფენ რა უნდა ვთქვათ ახლა ძაღლებზე?" პოეზია კითხვებია და არა პასუხები. თუ პასუხი იცი, რატომღა დაწერ, ეძიებ და აგნებ, მაგრამ "მიგნებული" ახალი კითხვებით გეძახის ახალ გზაზე."გაიხსენე რომელ სადგურს მიადექი?" პოეზია გზაა და არა ვიწრო ოთახი. გზას მიუყვები, მაშინაც როცა ღამით სამზარეულოში წერ. პარიზშიც ხარ, არაბეთშიც და აფრიკაშიც."შენ ზიხარ ოთახში, სადაც დღის ამბები გროვდება" . პოეზია სიზმარია და არა ცხადი, მაგრამ ეს სიზმარი ხშირად სიცხადეზე უფრო რეალურია და მკაცრი.