ანოტაცია: გაგა ნახუცრიშვილის ხუთნაწილიანი პოემა „ძველი მიქარვები“ ერთ გაბმულ ბალადად აღიქმება; საავტორო „ხმა“ ქალაქელ ბარდს ეკუთვნის – ის მღერის ხან ხრინწით, ხან კამკამა ბგერებით, სევდით და სიხარულით, ძველ და ნაცნობ ცხოვრებაზე, ახალ და უცხო ცხოვრებაზეც...ეს პოემა მკითხველის წინაშე ვიზუალურ ატმოსფეროსაც ქმნის – მიუხედავად იმისა, რომ აქ არც მკაფიო ფაბულაა, არც პერსონაჟთა გალერეა, ყველაფერი მაინც იმდენად სახიერია, რომ მკითხველი მაყურებლადაც იქცევა და (თანა)მგზავრადაც – ამ ხმას, ბარდის ვოკალს უნდა აედევნოს...