ანოტაცია: „უაილდმა თავის გამომცემელს ტელეგრამა გაუგზავნა შეკითხვით: იყიდებოდა თუ არა მისი წიგნი? სინამდვილეში, ტექსტი მხოლოდ კითხვის ნიშნისგან შედგებოდა: „?“. გამომცემელმა მას ასევე „პუნქტუაციურად“ უპასუხა: „!“. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქმე გადასარევად მიდიოდა. შემეძლო ნათია გიორგაძის წიგნის წინასიტყვაობად მხოლოდ ძახილის ნიშანი დამესვა და ყველაფერი ნათქვამი იქნებოდა, მაგრამ მაინც სჯობს, სიტყვიერად ითქვას, რომ ეს არის მრავალშრიანი პოეზია, რომელშიც შეხვდებით ბევრ სხვადასხვა მუსიკას (არა კლასიკური გაგებით).