ანოტაცია: „თანამედროვე პოეტზე შეიძლება ბევრი ვინმე გაახსენდეს მკითხველს, მაგრამ ყველაზე თანამედროვე პოეტს თუ ვიკითხავთ, ვახტანგ ჯავახაძის სახელი უპირველესად ამოანათებს მეხსიერების საცავიდან. დარწმუნებული ვარ, საუკუნის მერეც ასე იქნება, რაკი თვითკმარი, დიდი პოეზია და მისი არსებითი ფუნქციები კონკრეტულ დროში ვერ ამოიკეტება. თანაც, ეს ხომ უკვე შემოწმებულია – 60-იან წლებში დაწერილი მისი პოეზიაც კი, ის მოულოდნელი ენობრივი და პოეტური პარადიგმები,2022-შიც ისე იკითხება,თითქოს ახლახან დაეწეროს რომელიმე დიდოსტატს''.