ანოტაცია: მრუმე, მოელვარე ტკივილებით დაბზარული, ზოგჯერ საბედისწეროდ კარნავალური – ასეთია მხატვრული სამყარო თემურ ელიავას პოეტურ კრებულში „ყვავების ფოსტა“. თითოეული ლექსი დასასრულისწინა ვნებითაა დამუხტული, თითქოს პოეტის ლირიკული ალტერეგო ამ ფორმით – თამაშით, გამოწვევით ცდილობს გადალახოს ამსოფლიური თავგადასავალი.