ანოტაცია: რა არის პოეზია? რას ნიშნავს, როცა გასული საუკუნის პოეტებს თანამედროვე პოეტებს უწოდებენ? როდის ბერდება ლექსი და რამდენად ცოცხალია ის წლების მერე? - სწორედ ამ შეკითხვებს სცემს პასუხს ეს კრებული, რომელშიც ერთი გვარის - არაბული - პოეტებია გაერთიანებული. გიორგი არაბულის ეს წიგნი, 14 პოეტის ხელახლა, განსხვავებული ფორმით შეხსენებაა, მათი შემოქმედების თავიდან აღმოჩენის სურვილითა და იმედით.