ანოტაცია: ,ქარიშხალი’’ შექსპირის ბოლო პიესაა, რომლითაც იგი თეატრის ჯადოსნურ სამყაროს ეთხოვება, ზუსტად ისე, როგორც გრძნეული პროსპერო ეთხოვება თავის ჯადოსნურ ჯოხსა და წიგნებს. ეს სევდიანი გამოთხოვება, რომელიც პროსპეროს მიერ დადგმული შურისძიებისა და მიტევების ამბავს გადმოსცემს, პროსპეროზე უფრო დიდი მაესტროს ბოლო შედევრია, რომელმაც ერთი კუნძულის შეკუმშულ დროსა და სივრცეში ადამიანური ვნებათაღელვით, ღალატით, სიყვარულით, ძალაუფლებისაკენ სწრაფვით, შურისძიების ვნებით გაჯერებული სამყარო შექმნა ...