ანოტაცია: ლექსი – გრძნობათა უეცარი, უფაქიზესი აფეთქებაა. ეს აფეთქება აუცილებლად უნდა იგრძნო, იგრძნო და გადმოსცე, რადგან იგი ზოგჯერ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის... ლექსი ადამიანის სულის უნაზესი ნაწილია და თუ ვინმემ ეს ნაწილი გაგანდო, ჩათვალე, რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ... და მოუფრთხილდი იმ ადამიანს, რადგან მისი სულის დამსხვრევაც ისევე ადვილია, როგორც შუშის ბურთისა. პოეტი ხომ ისეთივე მგრძნობიარეა, როგორც ქარს გაყოლილი ყაყაჩოს ფოთოლი...