ანოტაცია: კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატა – სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევისა გამო. ამ სალაღობო წიგნშიც არ უღალატებდა ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა, და გაითვალისწინებდა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილ გამოცდილებას, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო.