ანოტაცია: ბესიკ ხარანაულის ახალი კრებული „ეჰ, ბესარიონ“ მისი შემოქმედებითი თვითმყოფადობის, მისი განსაკუთრებული და უნიკალური პოეტური ხელწერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ამ კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც თავად ბესიკ ხარანაულმა „პროზისა და პოეზიის პირშესაყარი“ უწოდა და რომელიც მხოლოდ მისი შემოქმედებითი ხელწერა, მისი ავტონომიური მხატვრული სივრცეა. წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა პანდემიის პერიოდში დაიწერა.