ანოტაცია: პიესები ,,წერილი ორესტეს" და ,,სერობა" ატრიდების საგვარეულო ცოდვის შესახებ მოგვითხრობს და კაბანელისის ტექსტის მიღმა ესქილეს, ევრიპიდეს, სოფოკლესა და ჰომეროსის ტექსტები იკითხება.მითი ატრიდების შესახებ გვიამბობს, როგორ შესწირა მსხვერპლად აგამემნონმა ტროას ომის დროს საკუთარი ქალიშვილი იფიგენია, როგორ ვერ აპატია მას შვილის მსხვერპლშეწირვა აგამემნონის ცოლმა კლიტემნესტრამ და მის საყვარელთან, ეგისთოსთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა ტროადან დაბრუნებული ქმარი...