ანოტაცია: ზეჰრა გუნგორი ის პოეტი ქალბატონია, რომელიც თავის ლექსებში ვარსკვლავებთან მსუბუქ, მონარნარე ცეკვას წარმოგვიდგენს. პოეტის ლექსები თითქოს ძველ დროში ღამღამობით ვარსკვლავებზე მომზირალი პოეტის მიერაა დაწერილი, რომლებიც დღევანდელობაში გადმოსულან. მის ყოველ სიტყვას და ფრაზას ოცნების უსასრულობაში მიყავხარ. პოეტის ლექსები, რომლებიც თითქოს შორეთიდან მოდის და იქიდან გვეხმიანება, ამავდროულად, აქვე, ახლოსაა. მეც სწორედ ასე ახლოდან აღვიქვი და შევიგრძენი ქალბატონი ზეჰრას პოეზია... - დილან ბოზიელი