ანოტაცია: მასნავიე მა’ნავი (როგორც ტრადიციულად ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში იყო მიღებული „ზნეობრივი მესნევი“, წინამდებარე თარგმანით კი – „არსთა მესნევი“) პირველად გამოიცა ლონდონში.ეს არის მისტიკურ-დიდაქტიკური პოემა 6 დავთრად (რვეულად). რუმი პოემას კარნახობდა ჰოსამ ედ-დინ ჰასან ჩალაბის, რომელიც ტექსტს მრავალი წლის განმავლობაში იწერდა.„მასნავი“ – ლექსის ფორმით შექმნილი ნამდვილი ენციკლოპედია სუფიზმისა– სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალია.თვითონ რუმის მიაჩნდა, რომ ის ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა.