ანოტაცია: ძიტი მაძია ცნობილი ჩინელი პოეტი, მხატვარი და კალიგრაფია. ის წარმოშობით ეკუთვნის ნუოსუს (სხვანაირად, ი-ს) ხალხს, რომელიც ძირითადად ცხოვრობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, სიჩუანის, გუიჯოუს და იუნანის პროვინციებში. ნუოსუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 7-8 მილიონია. მათ აქვთ უძველესი საკუთარი ენა და დამწერლობა, რომელიც ეკუთვნის ტიბეტურ-ბირმულ ოჯახს. ძიტი მაძია წერს ჩინურ ენაზე, მაგრამ საკუთარ ლექსებში იყენებს ნუოსუს მითოლოგიას და ფოლკლორს, ყვება მათ ისტორიას, აღწერს ყოფას და ზნე-ჩვეულებებს.