ანოტაცია: მე თუ მკითხავს ვინმე, შეუძლებელია ამ ლექსების გულწრფელი სიყვარული ნორმალური ადამიანისაგან, ისინი თვიმკვლელობისკენ გიბიძგებენ. შეუძლებელია მათი წაკითხვა, მით უფრო ჩუმად წაკითხვა, გინდა თვალის გადავლებით, გინდა ჩურჩულით. ეს ტექსტები ველურ ხმებს გამოსცემენ, სამყაროს ველურ ხმებს. არ ვიცი, რატომ იწერება ეს ტექსტები ახლა, ჩვენს დროში, მგონია, რომ ისინი დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო. მათში ლიტერატურა ტოვებს ბიბლიოთეკის საზღვრებს და რეალური, ხილული სამყაროს ხორცშესხმულ ნაწილად იქცევა.