ანოტაცია: ტედ ჰიუზის წიგნის არსი პირადი სივრციდან,მათ შორის – პირადი პოეტური გამოცდილებიდან გასვლის მცდელობაა.ეს არის უცნაური და,რაღაც გაგებით, ახირებული ეპოსი ორი გამჭოლი პერსონაჟით – ღმერთითა და მისი ქმნილებით, ყვავით. პოეტი ქმნის მიკროსამყაროს, რომელსაც გამოცლილი აქვს ლოგიკა, ჰუმანიზმი, ქრისტიანული მორალი. არადა წიგნი უხვადაა გაჯერებული ბიბლიური და მითოლოგიური, ისტორიული და პრეისტორიული ალუზიებით, თუმცა დარღვეულია ყოველგვარი კავშირი მათ შორის. ყვავი იცვლის სიუჟეტებს, გადაადგილდება დროსა და სივრცეში...