ანოტაცია: ანდრო ბუაჩიძის ლექსებში სამყაროს ექსისტენციური განცდა აღიბეჭდა. ქალაქის გარეუბნები და მასივები, ინდუსტრიული პანორამა, ადამიანის მარტოობა და არაკომუნიკაბელობა ამ გარემოში... უახლოესი ადამიანების წასვლით გამოწვეული სიცარიელეც ამ გარემოს განუყრელი ნაწილია. ამ სათქმელს რითმიანი ლექსიც გადმოსცემს და თავისუფალიც, ოღონდ ორივეგან რთულის ნათლად გამოთქმასა და ოსტატობას ენიჭება მნიშვნელობა.