ანოტაცია: წიგნი ახალგაზრდა ავტორის სადებიუტო კრებულია. ახალგაზრდული გახელება, საკუთარი მიწისა და კუთხის სიყვარული, ცოტაოდენი ეთნოგრაფიული ჩანახატები, უაღრესად თანამედროვე პოეზია, საკუთარი თავის, ღმერთისა და გზის ძიება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა, საინტერესო მხატვრული ფორმით გადმოცემული პლასტი – ქმნის ახალგაზრდა ავტორის პოეტურ გზას, რომელზე სიარულიც პოეზიის მოყვარული მკითხველი-თანამგზავრისათვის თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობის პერსპექტივას აჩენს.