ანოტაცია: "ილიადა" არა მხოლოდ ბერძნული, არამედ ევროპული ლიტერატურის უძველეს ძეგლად გვევლინება. მისი ავტორის, ჰომეროსის მოღვაწეობის ხანად ძვ. წ. VIII საუკუნეა მიჩნეული. ჰომეროსის ეპოპეას საფუძვლად უდევს ტროის ომთან დაკავშირებული ჰეროიკული ეპოსი. ძველ სამყაროში ცნობილი ამ ათწლიანი ომის მიზეზად იქცა ტროელი უფლისწულის, პარისის მიერ აქაველთა ბელადის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლის, ელენეს მოტაცება. ტროის ომის სავარაუდო ეპოქად ძვ. წ. XIII საუკუნეს ადასტურებენ მეცნიერები.