ანოტაცია: ამ კრებულის ავტორი ლირიკული წყობის მწერალია, რომელიც თვით ბოროტების კარიკატურად ქცეულ ავ პერსონაჟებსაც ერთგვარი ფხიზელი ირონიით აკვირდება. ფხიზელი ირონია ცოტნე ავსაჯანიშვილის სამწერლო სტრატეგიასთან ერთად მოვლენების აღქმის მისეული უნარია.ამ მოთხრობების სამყარო პიეროს სევდიან მზერაში არეკლილი, გარდატეხილი სხივებისგან დაწნული ამბების ერთიანობაა.