ანოტაცია: ეს არის პირველი მცდელობა ქართული აგიოგრაფიის
ენციკლოპედიური ლექსიკონის შედგენისა. მასში შესულია ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში (IV _ XVIII სს.) მოხსენიებული
სასულიერო და საერო პირები, ბიბლიური პერსონაჟები
და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები,
გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები, ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლები და აგიოგრაფიული
ტერმინები.
წიგნი განკუთვნილია ძველი ქართული მწერლობის,
შუა საუკუნეების ლიტერატურის, ისტორიისა და
ხელოვნების მკვლევართათვის;