ანოტაცია: ”რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” - უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის დიალოგი - 1996 წელს იტალიაში გამოიცა. საერო კულტურის დიდოსტატი და ეკლესიის მთავარი თანამედროვე ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე მსჯელობენ. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალთახედვით; ადამიანის სიცოცხლის ზღვარი; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები - ამ თემებზე საუბრობენ უმბერტო ეკო და კარლო მარია მარტინი.