ანოტაცია: სიუჟეტის, სექსუალური სცენებისა თუ წამოჭრილი თემების გამო რომანით არაერთი კინემატოგრაფისტი დაინტერესდა და ამიტომაც მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. პირველი ფილმი 1955 წელს გადაიღეს, მეორედ 1981 წელს - ფრანგმა რეჟისორმა ჟიუსტ ჟეკინმა, რომელშიც სილვია კრისტელი მონაწილეობდა, "ემანუელას" ეროტიკული ვარსკვლავი. 1993 წელს რეჟისორმა კენ რასელმა ნაწარმოების მიხედვით სერიალი გადაიღო, ხოლო 2006 წელს ფრანგმა რეჟისორმა პასკალ ფერანმა მოჰკიდა ფილმს ხელი და "სეზანის" ხუთი პრემიის მფლობელიც გახდა.