ანოტაცია: ერთი წლის განმავლობაში, ბებიასთან ერთად ცხოვრების დროს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც. მოხუცი, ბრძენი და მდიდარი ბებია თავის ოთხ შვილიშვილ გოგონას, ერთი წლით, თავისთან საცხოვრებლად იწვევს. ახალი სკოლა, ახალი მეგობრები, მსჯელობა ცხოვრების სხვადასხვა თემაზე ზოგჯერ ჯადოსნური და ზოგჯერ შიშის მომგვრელიცაა. სახლი ბებიასავით დიდი , მშვენიერი და ძველია. ყველა გოგონას განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი აქვს. ისინი ბებიას გავლენით იცვლებიან და ვითარდებიან.