ანოტაცია: რომენ გარის, პოლონური და ებრაული წარმოშობის ფრანგი დიპლომატისა და მწერლის პირველი თარგმანი ქართულ ენაზე."ცხოვრება წინაა" არაბი მოზარდისა და მისი ებრაელი აღმზრდელის გულისშემძვრელი ამბავია. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებს ერთი რამ აძლევს ძალას, რომ წინ, მომავლისკენ იმედით მიაპყრონ მზერა- ესაა სიყვარული, მოყვასის სიყვარული, რომელსაც ვერაფერი აკნინებს- ვერც სიღატაკე, ვერც ჭუჭყი, ვერც გაუნათლებლობა, ვერც სამარცხვინო ხელობა- და რომლისთვისაც ღირს ცხოვრება.