ანოტაცია: თვალნათლივ,
როგორც ზამთრის გამჭვირვალე ღამეში,
შენ ხედავ რა არის ადამიანის სული.
ამ ნაგვიანევ ჟამს,
გავარვარებულ შუბლს იგრილებ
ფანჯრის მინაზე.
ღელავ,
რადგან საზღვრები ისე შორსაა,
რომ თავად იქცევი სივრცედ,
რომ საქმე თავად შენშია და შენშია ყოველივე,
და თუ ეს დაგავიწყდება,
მოვა გრიგალი, ნგრევა, განადგურება... (თარიაი ვესოს ლექსი)