ანოტაცია: ანდრაშ პეტეცი საშუალო თაობის უნგრელი მწერალია. ცხოვრობს და მოღვაწეობს ბუდაპეშტში, გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული და ორი რომანი: „დაბადების დღე“ და „უცხოელები. ოცდაათი წუთი ომის დაწყებამდე“. მისი ორივე რომანი ბავშვების თავგადასავალს შეეხება, „დაბადების დღის“ მთავარი პერსონაჟია ბიჭი, ხოლო უცხოელებისა - გოგონა, სახელად ანა.