ანოტაცია: სერია "მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები". ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი", რომლის მთავარი გმირი, ფერმერის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდამიღებული ემა რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფანტაზიებით ცხოვრობს - მიისწრაფვის "საკუთარი სიმართლის" განხორციელებისკენ. კამათი ამ რომანის ირგვლივ, რომელიც ამომწურავად აღწერს ქალისა და სოციუმის პრობლემებს, დღემდე გრძელდება.