ანოტაცია: რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომელსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს.რაც შეეხება წიგნის ავტორს - დღემდე უცნობია, ვინ იმალება ყურბან საიდის სახელის მიღმა...