ანოტაცია: გიორგი ლობჟანიძის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილმა ამ წიგნმა წელს, ზაფხულში, ლიტერატურული პრემია “საბაც” მიიღო და მის გარშემო მკითხველთა გარკვეული წრეც შეიკრა, რომელთა შორისაც არა მხოლოდ აღმოსავლური ლიტერატურის ქომაგებს ნახავთ, არამედ ისეთ ადამიანებსაც, ვინც პირველად ეზიარა სპარსული ლიტერატურის ბრძნულ სიტკბოებას.