ანოტაცია: ავსტრიელი პროზაიკოსი და დრამატურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალე „იმპრესიონიზმად“ მონათლული ლიტერატურული მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო.