ანოტაცია: რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადი ტექსტია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას.
„მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. არცერთი ფიქრი არ მოუწოდებს პერსონაჟს აქტიური ქმედებისკენ...