ანოტაცია: მარკ ლევის პირველი რომანი „ეს რომ მართალი იყოს...“ 2000 წელს გამოიცა. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს ის ფანტასტიკის ჟანრში პირველ წიგნად აღიარეს. რომანი ითარგმნა 30 ენაზე და სტივენ სპილბერგმა ავტორისაგან ნაწარმოებზე ფილმის გადაღების უფლება შეიძინა. ამჯერად გამომცემლობა „აგორა“ გვთავაზობს მარკ ლევის ახალ რომანს „სად ხარ?“, რომელიც გამოიცა საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში.