სერია: კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
აისბიენი/აიდი: 9789941383953
ანოტაცია: ემა ვუდჰაუზი - ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი. კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. 21 წლის. ტკივილის, ფორიაქის და დარდის არმცოდნე, - ასეთია ჯეინ ოსტინის ემა რომანის დასაწყისში. რომანის, რომელიც ვიქტორიანულ ინგლისში დაიწერა, მაგრამ დღემდე ისეთივეა პოპულარული და თანამედროვეა. რადგან ეს არის წიგნი ყველა იმ ემაზე, რომელიც ცხოვრობდა გუშინ და იცხოვრებს ხვალ, წიგნი ქალზე, მის გრძნობებსა და განცდებზე, სიძულვილსა და სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე...