ანოტაცია: 13 წლის მოზარდი თეო დეკერი დედასთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ხელოვნების უდიდეს ნიმუშებს ათვალიერებს. ამ დროს ტერორისტები ბომბს აფეთქებენ. დედა იღუპება, თვითონ კი სასწაულის ძალით გადაურჩება ტერაქტს. როდესაც აფეთქების შემდეგ გონს მოდის, თავის გვერდით აღმოაჩენს მომაკვდავ მოხუცს, რომელიც აძლევს ბეჭედს და უბარებს, რომ უიშვიათესი სურათი, ძველი ჰოლანდიელი ოსტატის, კარელ ფაბრიციუსის შედევრი „ჩიტბატონა“, მუზეუმიდან გაიტანოს.