ანოტაცია: ციხეში ხუთი წლის გატარების შემდეგ კენა როუენი ბრუნდება ქალაქში, სადაც საყვარელი ადამიანი დაკარგა უნებლიე, მაგრამ ტრაგიკული შეცდომის გამო; ბრუნდება იმ იმედით, რომ წართმეულ ქალიშვილს დაიბრუნებს... თუმცა ხიდი დამწვარია და თითქოს აღდგენა შეუძლებელია. ერთადერთი ადამიანი, ვინც კარი არ მიუხურა, ლეჯერ უორდია, რომელიც მეგობრის დაღუპვის შემდეგ მის გოგონას მამის მაგივრობას უწევს.