ანოტაცია: ბერგლიოტი სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ, ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში, რომელიც ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს და თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა.