ანოტაცია: ბეია გრიმი კარგად თამაშობს ფრენბურთს. სწორედ ამის წყალობით მოიპოვა სტიპენდია უნივერსიტეტში. სწავლის დაწყებამდე წინ ზაფხული და არაერთი სიახლეა, სამწუხარო თუ გასახარი: დედის სიკვდილი, მამის ლამის თავიდან გაცნობა და სიმპათიურ, მაგრამ გულჩათხრობილ ბიჭთან შეხვედრა. ორივეს, ბეიასაც და სამსონსაც, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც ახლა არიან უდარდელად და ამიტომაც ერთმანეთთან ყოფნა მათთვის დიდი შვებაა, მაგრამ ბობოქარი ზაფხული საცაა გაილევა და რა ელის შეყვარებულებს, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება?!